სკანდალი

არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით — ეკა ბესელია

«რუსთავი 2-ის» შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეკა ბესელიას ოჯახიის ბიქნესზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოეხმაურა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

«ვეხმიანები ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია «Qnet»-ან და მის საქმიანობასთან, რაც არის სრული სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ, გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით. ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს «რუსთავი 2″ და ჟურნალისტთა ჯგუფის ifact-ის წინააღმდეგ», — წერს ბესელია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მუქარის შემცველი წერილი-რა მიწერა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძეს?

სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროვების გამო სამართალდამცველთა ლიგის ხელმძღცანელს ემუქრებიან

Joni Kvaracxelia

ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს- როგორ გააყალბეს მოკლულის ისტორია (ვიდეო)

დატოვე კომენტარი