ნაცემია ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.
ბესო ქათამაძე «ქართული ოცნების» ოფისში დაიბარეს და სცემეს, როგორც თვითონ აცხადებს მას 5 ადამიანი ურტყამადა ,
თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მიღებული აქვს ჭრილობები.
ბესო ქათამაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტთან განაცხადა, რომ:
„რაღაც საქმე ჰქონდათ, დამიბარეს და დამესხნენ თავს. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრები, ჩამარტყეს თავში რაღაცა. 4-5 პირი იყო, გავითიშე ზუსტად არ მახსოვს. მიზეზი „ფეისბუქ“ აქტიურობისა და ჩემი აქტიურობის გამო.»
ბესო ქათამაძე გადაყვანილია შპს ”მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, როგორც ირკვევა ჭრილობებზე დაედო ნაკერი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.