კრიმინალი

ხაშურში 32 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს დანით 7 ჭრილობა მიაყენა

“ნიუპოსტის” ინფორმაციით  , ხაშურში 30  წლის ქალი სალონში დაჭრეს.თ.ლ-ს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” უთხრეს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ექმურება. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ნიუპოსტი

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს გამამტყუვნებელი განაჩენი გამოუტანეს

დატოვე კომენტარი