კრიმინალი

გურიაში სიძე-პატარძალს საწოლი და ქვეშაგები მოპარეს. სიძე იძახდა სად დავწვე ახლა მეო?!

“გურიის მოამბის” ინფორმაციით   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს რესტორნიდან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.

გურიის მოამბეს ერთ-ერთი მეზობელი უყვება, რომ:

„მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის აგენტი მოწამლეს

Joni Kvaracxelia

თამარ ბაჩალიაშვილის შესაძლო თვალთვალს სუსი უარყოფს

თურქეთის მოქალაქე დააკავეს ყალბი ფულის გასაღებისთვის

დატოვე კომენტარი