განცხადებები

«ნათელმირონობის მადლის გამტეხი როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს»-მიტროპოლიტი მელქისედეკი ზურაბიშვილზე

საბერძნეთში მოღვაწე მიტროპოლიტმა მელქისედეკმა (დიაკონიძე) „ალიას“ სკანდალური განცხადება მიაწოდა, სადაც ის «ქართული ოცნების»  საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე შეფასებებს აკეთებს:

„რას ჰქვია პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო?! რა, ჩემთვის მზე არ ამოდის?! სხვანაირად მცივა, ვხედავ თურა?! ჩემთვისაც ხომ იგივენაირად აღიქმება, რაც ამ ქვეყნად ხდება, რატომ არ უნდა ვისაუბრო?! ერთ–ერთი წმინდამამა ნიკოდემუსი ამბობს: ნურავინ დაუგდებს ყურს, თითქოს მართლმადიდებელთათვის სულერთი იყოს, რომელ პოლიტიკურ წყობაში ვიქნებითო.

უწმინდესს უნდა ეთქვა, რომ მიკერძოებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ ჰქონოდა ადგილი და არა, ზოგადად, პოლიტიკურ განცხადებებს. ყველა მეუფე უნდა ქადაგებდეს სიმართლეს ამბიონიდან. რა არის იმაში დასამალი დაგასაჩუმებელი, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხი როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. სისხლით ნათესაობა 6 თაობა გადადის, ნათლიმირონობა – 9. 9 თაობაკი არა, მეორეშივე გატეხა, თავისი შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად. კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერეცოლად გაჰყვა. მერე რა, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, გაირყვნა იქ, პარიზში ზნეობა“ — განაცხადა მიტროპოლიტმა.

წყარო: „ალია“

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია და თქვენ ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა-ლევან ვასაძე ივანიშვილს მიმართავს

სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ კახა საბანაძე გადადგა-იხილეთ განცხადება

roma sajaia

გახარია, ვასაძეები და მათ მსგავნი პირადად წარმოადგენენ პუტინ-ნარიშკინის პროექტებს-ნათელაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი