განცხადებები

«მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ»-შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განცხადება გააკეთა:

„ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“,

„რისთვის გვჭირდებოდა ბრძოლა. რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა. აფხაზეთის სამეფო მაშინ იყო. მეფეები მიმართულების ნებართვას და ტიტულატურას იქედან იღებდნენ. ჩვენ მივიღეთ ისეთი თავისუფლება, რომლის მსგავსი არასდროს გვქონია. ნუთუ ამის გამოყენება არ შეგვიძლია. აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

არარსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია — ჯეიმს სტიუარტი

«დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ» (ვიდეო)

საგარეო კომიტეტმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიის სიის შექმნას მხარი დაუჭირა

დატოვე კომენტარი